Accessibility links

logo-print

პალესტინელებმა მძაფრად გააკრიტიკეს ისრაელის გეგმა


პალესტინელებმა მძაფრად გააკრიტიკეს ისრაელის გეგმა, გააფართოვოს მდინარე იორდანეს

პალესტინელებმა მძაფრად გააკრიტიკეს ისრაელის გეგმა, გააფართოვოს მდინარე იორდანეს
დასავლეთ ნაპირზე მდებარე მაალე-ადუმიმის დასახლება. ავტონომიის წარმომადგენელმა საებ ერექათმა განაცხადა, რომ ამან, შესაძლოა, ხაზი გადაუსვას სამშვიდობო პროცესის ჩიხიდან გამოყვანისკენ მიმართულ ძალისხმევას. ერექათმა მოუწოდა შეერთებულ შტატებს, ევროპის კავშირს, რუსეთსა და გაეროს, მხარი დაუჭირონ პალესტინელებს. მაგრამ ისრაელს ჯერჯერობით არ გაუვრცელებია რაიმე ოფიციალური ცნობა მაალე-ადუმიმის დასახლების მოსალოდნელი გაფართოების შესახებ. რამდენიმე ხნის წინათ ისრაელის პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს მთავრობამ დაამტკიცა გეგმა მაალე-ადუმიმსა და აღმოსავლეთ იერუსალიმს შორის მდებარე ტერიტორიაზე 3500 სახლის აშენების შესახებ.
დღესვე ისრაელმა პალესტინელთა უშიშროების ძალებს გადასცა ქალაქი ტულკარემი იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.
XS
SM
MD
LG