Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები


თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები
უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის რამაზ ხეცურიანის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნას აპროტესტებენ. სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები კოლეჯის სტუდენტებს შეუერთდნენ და საქართველოს პარლამენტის შენობასთან, ძველ მოთხოვნებთან ერთად, ხელისუფლებისგან ხეცურიანის თანამდებობაზე დატოვებას მოითხოვენ. რამაზ ხეცურიანის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ლომაიამ ორშაბათს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიმართა. ლომაიას თქმით, სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი საკუთარ მოვალეობებს თავს ვერ ართმევს, რის გამოც მან უნდა დატოვოს თანამდებობა. დღესვე ლომაიამ გენერალურ პროკურატურას მიმართა თხოვნით, დაინტერესდეს რამაზ ხეცურიანის ქონების წარმომავლობით.
XS
SM
MD
LG