Accessibility links

logo-print

დღეს მარნეულში გაიხსნა იუსტიციის სამინისტროს


დღეს მარნეულში გაიხსნა იუსტიციის სამინისტროს საპასპორტო და მოსახლეობის

დღეს მარნეულში გაიხსნა იუსტიციის სამინისტროს საპასპორტო და მოსახლეობის
რეგისტრაციის სამსახური, რომელიც ბოლნისისა და დმანისის მოსახლეობასაც მოემსახურება. როგორც პრაიმ-ნიუსის სააგენტო იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, ეს გადაწყვეტილება სამინისტრომ იმასთან დაკავშირებით მიიღო, რომ საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასაღებად ამ რაიონების მოსახლეობა აქამდე რუსთავის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურს აკითხავდა. მარნეულის რაიონის მოსახლეობისთვის მოქალაქის პასპორტის აღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიმდინარე წლის პირველი მარტიდან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებით გადასვლა აიკრძალა. “იუსტიციის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება გაეხსნა საპასპორტო სამსახური მარნეულში, რათა იქ მაცხოვრებლებს პასპორტების აღებაში შეუწყოს ხელი”, -განაცხადა იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ფორჩხიძემ.
XS
SM
MD
LG