Accessibility links

logo-print

თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის კოლეჯის სტუდენტებმა


თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის კოლეჯის სტუდენტებმა დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება

თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის კოლეჯის სტუდენტებმა დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება
უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის რამაზ ხეცურიანის თანამდებობაზე დატოვების მოთხოვნით.
სტუდენტთა თქმით, ძალაში რჩება მათი მოთხოვნები საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისა და უნივერსიტეტში შიდა გამოცდების წესით ჩარიცხვის თაობაზე. სამედიცინო კოლეჯის სტუდენტები უკვე მეექვსე დღეა შიმშილობენ. ისინი გამოდიან “უმაღლესი განათლების შესახებ” კანონის წინააღმდეგ, რომლის მიხედვით, უმაღლეს სასწავლებელში ჩასარიცხად მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები უნდა ჩააბარონ. სტუდენტები უნივერსიტეტში ჩარიცხვას შიდა გამოცდების წესით მოითხოვენ, რასაც უნივერსიტეტთან თავდაპირველად გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა.
XS
SM
MD
LG