Accessibility links

logo-print

ალჟირში გაიხსნა არაბთა ლიგის მე-17


ალჟირში გაიხსნა არაბთა ლიგის მე-17 სამიტი. არაბული ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ დასაბამი მისცენ ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო ინიციატივას.

ალჟირში გაიხსნა არაბთა ლიგის მე-17 სამიტი. არაბული ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ დასაბამი მისცენ ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო ინიციატივას.
ისინი ისრაელს ნორმალურ ურთიერთობებს შესთავაზებენ. სანაცვლოდ ისრაელმა 1967 წლის საზღვრებამდე უნდა დაიხიოს. ამ ინიციატივას ოფიციალურად ხვალ გამოასხადებენ. სამიტის გახსნაზე გამოსვლისას, ლიგის გენერალურმა მდივანმა ამრ მუსამ განაცხადა, რომ ისრაელს არ უნდა ჰქონდეს იმედი არაბულ სამყაროსთან ურთიერთობის გაუმჯობესებისა, თუ თვითონაც არ გადადგა გარკვეული ნაბიჯები. მუსას თქმით, ისრაელთან არაბული ქვეყნების ურთიერთობის გაუმჯობესება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ისრაელი თავის ჯარებს გაიყვანს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და წინ არ აღუდგება პალესტინელთა დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას. არაბთა ლიგის სამიტის გახსნაში 13 ქვეყნის ლიდერები მონაწილეობდნენ. სულ ლიგაში 22 სახელმწიფო შედის.
XS
SM
MD
LG