Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთისა და ტაჯიკეთის მთავრობები შეშფოთებას


უზბეკეთისა და ტაჯიკეთის მთავრობები შეშფოთებას გამოთქვამენ მეზობელ ყირგიზეთში

უზბეკეთისა და ტაჯიკეთის მთავრობები შეშფოთებას გამოთქვამენ მეზობელ ყირგიზეთში
პოლიტიკური არეულობის გამო. უზბეკეთში საგარეო უწყების გუშინდელი განცხადებით, დაძაბულობამ ყრიგიზეთის ეთნიკურად მრავალფეროვან სამხრეთ რეგიონში, შესაძლოა, ეთნიკური დაძაბულობა გამოწვიოს. ამ რეგიონში ნახევარ მილიონზე მეტი ეთნიკური უზბეკი ცხოვრობს. ყირგიზეთის ქალაქები ოში და ჯალალაბადი, სადაც დემონსტრანტებმა კონტროლი დაამყარეს, მდებარეობენ ფერღანის ველზე, რომელიც უზბეკეთზე, ტაჯიკეთსა და ყირგიზეთზე ნაწილდება. ტაჯიკეთში საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ის ყურადღებით ადევნებს თვალს ვითარებას ყირგიზეთში და კრიზისის მშვიდობიან მოგვარებას ემხრობა.
XS
SM
MD
LG