Accessibility links

logo-print

ამერიკელი სენატორი ჰარი რიდი იმედოვნებს


ამერიკელი სენატორი ჰარი რიდი იმედოვნებს, რომ რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანასთან

ამერიკელი სენატორი ჰარი რიდი იმედოვნებს, რომ რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანასთან
დაკავშირებით თბილისსა და მოსკოვს შორის მიმდინარე პოლიტიკური მოლაპარაკებები შედეგს გამოიღებს და კრემლი ბაზების გაყვანის გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს განცხადება ჰარი რიდმა, რომელიც საქართველოში ამერიკელი სენატორების 7-კაციან დელეგაციას ხელმძღვანელობს, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ჰარი რიდის განცხადებით, მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, მცირე ბიზნესის განვითარების პერსპექტივები, ენერგეტიკის, სამხედრო საკითხები, ასევე რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები.
XS
SM
MD
LG