Accessibility links

logo-print

თბილისის სამედიცინო კოლეჯის სტუდენტები მე-7


თბილისის სამედიცინო კოლეჯის სტუდენტები მე-7 დღეა, შიმშილობენ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა,

თბილისის სამედიცინო კოლეჯის სტუდენტები მე-7 დღეა, შიმშილობენ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა,
როგორც იუწყებიან, სულ უფრო უარესდება. როგორც ექიმები განმარტავენ, შიმშილობის გამო მოზარდებს თავბრუსხვევა, ტკივილები მუცლის არეში და შარდში აცეტონის მომატება აღენიშნებათ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო "ინტერ-პრესი". ამის მიუხედავად, სტუდენტები შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ. მათი მოთხოვნები უცვლელია - განათლების მინისტრ ალექსანდრე ლომაიას გადადგომა და სამედიცინო უნივერსიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სამედიცინო უნუვერსიტეტის მესამე კურსზე შიდა გამოცდების საფუძველზე, ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხვა. დღეს საღამოს გავრცელებული ინფორმაცითი, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია სამედიცინო კოლეჯის სტუდენტების და მათი მშობლების მონაწილეობით ხვალამდე შეწყდა. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ისინი ხვალ დილის 10.00 საათზე სამედიცინო კოლეჯთან შეიკრიბებიან, საიდანაც კვლავ პარლამენტისკენ გადაინაცვლებენ. როგორც აქციაში მონაწილე სტუდენტები აცხადებენ, ბევრ მათ თანაკურსელს ჯერ კიდევ სჯერა, რომ ხელისუფლება, საბოლოოდ, სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.
XS
SM
MD
LG