Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის სამხრეთში, ქალაქ ოშის საბჭოს


ყირგიზეთის სამხრეთში, ქალაქ ოშის საბჭოს საგანგებო სხდომაზე ქალაქის ახალ მერად მამასადიკ ბაკიროვი

ყირგიზეთის სამხრეთში, ქალაქ ოშის საბჭოს საგანგებო სხდომაზე ქალაქის ახალ მერად მამასადიკ ბაკიროვი
დაამტკიცეს და უნდობლობა გამოუცხადეს პრეზიდენტ აყაევის მიერ დანიშნულ პირს. ჯალალაბადში, რომელსაც ასევე ოპოზიცია აკონტროლებს, ჯალალაბადის უნივერსიტეტის რექტორი გადააყენეს და ოპოზიციამ თავისი კანდიდატი დანიშნა. ოთხშაბათსვე ბიშკეკში პოლიციამ 27 ადამიანი გაათავისუფლა. ისინი საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის იყვნენ დაკავებული. ყირგიზეთის ახლადდანიშნული გენერალური პროკურორი მურატ სუტალინოვი აცხადებს, რომ დემონსტრანტები სისხლის სამართლის კოდექსის ბევრ მუხლს არღვევენ და რომ პროკურატურა დამრღვევთა წინააღმდეგ მტკიცებულებებს აგროვებს: [სუტალინოვის ხმა] "ეს ადამიანები ახლა არღვევენ სისხლის სამართლის კოდექსის უამრავ მუხლს და განსაკუთრებით მძიმე სახელმწიფო დანაშაულს სჩადიან. დაუზუსტებლად თუ ვიტყვით, ისინი სისხლის სამართლის კოდექსის დაახლოებით 8 მუხლს არღვევენ, რომელთა შორის არის ძალადობის გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდება, მასობრივი არეულობის ორგანიზება, თვითნებობა და ა.შ. და ა.შ. მოცემულ მომენტში ოპოზიციის ლიდერის ბატონ ბაკიევის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის. მიმდინარეობს მასალის შეგროვება. თუკი მისი მონაწილეობა დამტკიცდება, ჩვენ კანონის ჩარჩოებში ვიმოქმედებთ".
XS
SM
MD
LG