Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთხშაბათს ალჟირში დასრულდა არაბთა ლიგის


ოთხშაბათს ალჟირში დასრულდა არაბთა ლიგის ორდღიანი სამიტი. მისმა მონაწილეებმა ისრაელთან ურთიერთობის

ოთხშაბათს ალჟირში დასრულდა არაბთა ლიგის ორდღიანი სამიტი. მისმა მონაწილეებმა ისრაელთან ურთიერთობის
მოგვარების განახლებული წინადადება შეიმუშავეს, რომელიც ისრაელის 1967 წლის საზღვრებში დაბრუნებას ითვალისწინებს. მსგავსი წინადადება არაბთა ლიგამ 2002 წელსაც წარუდგინა ისრაელს, მაგრამ ისრაელი მას არ თანხმდება. ამჯერად არაბთა ლიგა საკუთარი გადაწყვეტილების მხარდაჭერის მოპოვებისთვის ევროპაში, შეერთებულ შტატებსა და სხვა სახელმწიფოებში დელეგაციის გაგზავნას აპირებს. მეორეს მხრივ, არაბთა ლიგის წევრი ქვეყნების სამიტზე დაგმეს ისრაელის მიერ ლიბანის ტერიტორიის ოკუპაცია, მოიწონეს ერაყის 30 იანვრის არჩევნები, დაგმეს ტერორიზმი, მაგრამ გამოვიდნენ ტერორისტული აქტების უცხოელ დამპყრობთათვის წინააღმდეგობის გაწევისგან განსხვავების მოწოდებით.
XS
SM
MD
LG