Accessibility links

ყირგიზეთში ოპოზიციის მომხრეების რამდენიმეკვირიანმა საპროტესტო


ყირგიზეთში ოპოზიციის მომხრეების რამდენიმეკვირიანმა საპროტესტო გამოსვლებმა კულმინაციას მიაღწია

ყირგიზეთში ოპოზიციის მომხრეების რამდენიმეკვირიანმა საპროტესტო გამოსვლებმა კულმინაციას მიაღწია
დედაქალაქ ბიშკეკში პრეზიდენტის სასახლეში დემონსტრანტების შეჭრით. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ჩოლპონ ბაიეკოევამ სახელმწიფო ტელევიზიაში განაცხადა, რომ გადადგა პრემიერ-მინისტრი ნიკოლაი ტანაიევი. ხოლო ამავე ტელევიზიაში ოპოზიციის წარმომადგენელ კურმანბეკ ბაკიელის განცხადებით, პრეზიდენტი ასკარ აყაევი ყირგიზეთიდან გაემგზავრა. აყაევი ოფიციალურად არ გადამდგარა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, გარდამავალი პერიოდის მთავრობის ფუნქციებს შეასრულებს ყირგიზეთის სახალხო ერთობის საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ყველა ოპოზიციურ ბლოკს აერთიანებს. იუწყებიან აგრეთვე, რომ ყირგიზეთის უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ. შესაბამისად, საპარლამენტო მანდატი დაუბრუნდა პარლამენტს იმ შემადგენლობით, როგორითაც არჩევნებამდე მუშაობდა. ის დღეს საგანგებო სხდომაზე შეიკრიბა და ოპოზიციონერი დეპუტატი იშენბაი კადირბეკოვი აირჩია გარდამავალი პერიოდის პრეზიდენტად. დღეს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა კონტროლი დაამყარეს სახელმწიფო ტელევიზიასა და რადიოზე, პატიმრობიდან გაათავისუფლეს ცნობილი ოპოზიციონერი ფელიქს კულოვი. ოპოზიციის მომხრეები პრეზიდენტ ასკარ აყაევის გადადგომას მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG