Accessibility links

logo-print

ერაყში პოლიციისა და არმიის ძალებს


ერაყში პოლიციისა და არმიის ძალებს შორის გაუგებრობამ 5 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ერაყში პოლიციისა და არმიის ძალებს შორის გაუგებრობამ 5 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებს ერთმანეთი მეამბოხეები ეგონათ და სროლა დაიწყეს. ინციდენტი სირიასთან საზღვრის მახლობლად, ქალაქ რაბიაში მოხდა. რეგიონის პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, დაიღუპა 3 ჯარისკაცი და 2 პოლიციელი. ქალაქ ფალუჯაში კი პოლიციამ კომენდანტის საათი შემოიღო. მანამდე ფალუჯაში დაუდგენელ შეიარაღებულ პირებსა და ერაყის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებს შორის შეტაკებამ იფეთქა.
XS
SM
MD
LG