Accessibility links

logo-print

სერბიის სამხედრო დანაშაულთა სასამართლომ მიიღო


სერბიის სამხედრო დანაშაულთა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება

სერბიის სამხედრო დანაშაულთა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება
13 ბოსნიელი და სერბი ძებნილის საბანკო ანგარიშების გაყინვის შესახებ. ამ პირებზე ძებნა აქვს გამოცხადებული სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალს. იმ ძებნილთა შორის, რომელთა ანგარიშების გაყინვაზეც მიღებული იყო გადაწყვეტილება, არის რატკო მლადიჩი – ბოსნიელი სერბი გენერალი, რომელსაც გენოციდში ედება ბრალი. საერთაშორისო ტრიბუნალის წევრებს მიაჩნიათ, რომ მლადიჩი სერბიაში იმალება. საერთაშორისო ტრიბუნალთან ურთიერთობის ბელგრადის საბჭომ პარლამენტს შესთავაზა კანონპროექტი ძებნილთა საკუთრების, მათ შორის - უძრავი ქონების დაყადაღების შესახებ.
XS
SM
MD
LG