Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი რუსეთის


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი რუსეთის ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი რუსეთის ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა
და განაცხადა, რომ შესაძლებლად მიიჩნევს 1990-იან წლებში განხორციელებული პრივატიზაციის საეჭვო გარიგებების დიდი ნაწილი სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩეს. პუტინის თანახმად, ის გარიგებები, რომლებიც 3 წლის წინანდელზე ადრე მოხდა, არ იქნება გამოძიებული. დღევანდელ შეხვედრაზე პუტინმა განაცხადა: [პუტინის ხმა] "საქმე ეხება ყველა საპრივატიზაციო გარიგებას, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმა და იურიდიულმა პირებმა დადეს. ვვარაუდობ, რომ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოქალაქეებისთვის, რადგან საქმე ეხება მილიონობით მოქალაქეს, რომლებმაც 90-იან წლებში განახორციელეს ბინების პრივატიზაცია. ვფიქრობ ეს ნაბიჯი დაეხმარება ბიზნეს-საზოგადოებასაც, რომ უფრო თავდაჯერებით უყურონ მომავალს და თავიანთი საქმის განვითარებისთვის პერსპექტიული გეგმების შეიმუშაონ, ჩადონ ახალი ინვესტიციები. რასაკვირველია, ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის სიმშვიდეს მოუტანს მეწარმეთა ფენას საკუთრებაზე უფლების გარანტიების თაობაზე, რაზეც ჩვენც არაერთხელ გვისაუბრია".
XS
SM
MD
LG