Accessibility links

logo-print

ყირგიზეთის ახალმა ლიდერმა ყურმანბეკ


ყირგიზეთის ახალმა ლიდერმა ყურმანბეკ ბაკიევმა, რომელიც გარდამავალ პრეზიდენტად დაასახელეს, განაცხადა, რომ

ყირგიზეთის ახალმა ლიდერმა ყურმანბეკ ბაკიევმა, რომელიც გარდამავალ პრეზიდენტად დაასახელეს, განაცხადა, რომ
ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას შეუდგა. მისი თქმით, კაბინეტი მხოლოდ ახალ არჩევნებამდე იარსებებს. ამ დროს ამ ქვეყნის პრეზიდენტი აყაევი ამბობს, რომ ის არ გადამდგარა. ვარაუდობენ, რომ ის ყაზახეთშია.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა როზა ოტუნბაევამ თქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ივნისში მოეწყობა, მას კი საპარმლამენტო არჩენები მოჰყვება.
დღეს ერევანში ვიზიტისას რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ აყაევს თუ სურს, რუსეთში შეუძლია იცხოვროს.მანვე განაცხად, რომ ის ყირგიზეთის ოპოზიციას კარგად იცნობს
(პუტინის ხმა) “ამ ხალხს კარგად ვიცნობთ, როცა ისინი ყირგიზეთის ხელისუფლების ორგანოებში მუშაობდნენ, წლების განმავლობაში, ისინი ხელს უწყობდნენ ყირგიზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობის განვითარებას. მათ ბევრი გააკეთეს სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობის დღევანდელი დონისთვის”. მან სინანული გამოხატა არაკანონიერი საშუალებების გამოყენების გამო, მაგრამ თქვა, რომ ყირგიზეთში ვითაროება წინა მთავრობის შეცდომებმა გაამწვავა. ბელარუსიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აზრი, ყირგიზეთში მომხდარი მთავრობის არაკონსტიტუციური გზით ჩამოგდებაა, რაც რეგიონს არასტაბილურობით ემუქრება. ჩინეთმა იმედი გამოთქვა, რომ ყირგიზეთში სტაბილურობის სწრაფი აღდგენა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ჯანსაღ პიროებში გაგრძელება მოჰყვება.
XS
SM
MD
LG