Accessibility links

logo-print

უკვე მეორე ღამეა, რაც ბიშკეკში


უკვე მეორე ღამეა, რაც ბიშკეკში ხელისუფლება დაემხო. ყირგიზეთის დედაქალაქის ქუჩებში აქა-იქ ისმის სროლის ხმა,

უკვე მეორე ღამეა, რაც ბიშკეკში ხელისუფლება დაემხო. ყირგიზეთის დედაქალაქის ქუჩებში აქა-იქ ისმის სროლის ხმა,
სამკლაურიანი მოქალაქეები პოლიციას მოროდიორებთან გამკლავებაში ეხმარებიან. ჩვენი რადიოს კორესპონდენტი ჟან-კრისტოფ პეკი ბიშკეკში არსებულ ვითარებას ასე აღწერს: [პეკის ხმა] "როგორც ჩანს, პოლიციამ მოახერხა ქალაქის ერთ ნაწილზე მაინც კონტროლის აღება. პოლიციის ორ-სამ მანქანიანი პატრულები ქალაქის ცენტრში მოძრაობენ. როგორც ჩანს, ვითარება ნორმალური ხდება". მოროდიორობის აღსაკვეთად პოლიციას უბრალო მოქალაქეებიც ეხმარებიან. მაგალითად, ბიშკეკის მთავარ უნივერმაღს ე.წ. "ცუმს" 100 მოხალისე და ათამდე პოლიციელი იცავს. მაღაზიები, რომლებიც ხუთშაბათის ღამეს გაძარცვას გადაურჩა, დაკეტილია. ყირგიზეთის ძველი მოწვევის პარლამენტი დღეს კომენდანტის საათის შემოღებას აპირებდა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება ვერ შეძლო. მსოფლიოს მრავალი ქვეყანა ყირგიზებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. ყირგიზეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ხუთშაბათს ღამით ბიშკეკში 3 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG