Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტები კიევში


უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტები კიევში შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ მათ ქვეყნებს შორის

უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტები კიევში შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ მათ ქვეყნებს შორის
კავშირები უნდა განმტკიცდეს. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინა და საქართველო ერთმანეთს ნატოში ინტეგრაციაში დაეხმარებიან. იტარ-ტასი იუწყება, რომ სააკაშვილმა და იუშჩენკომ ხელი მოაწერეს რამდენიმე დოკუმენტს, მათ შორის დეკლარაციას სტრატეგიული ურთიერთობის შესახებ, ოქმს დამნაშავეთა ტრანსფერის შესახებ და პროგრამას ოდესის რაიონულ ადმინისტრაციასა და აჭარას შორის ვაჭრობისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. ჟურნალისტებთან საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა სუუამის მნიშვნელობას: [იუშჩენკოს ხმა] "მიმაჩნია, რომ ორივე მხარემ მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ გუუამის მუშაობას. ორივე მხარე შევთანხმდით, რომ 22 აპრილს წარმოვადგენთ ახალ პერსპექტიულ პროექტებს ამ ორგანიზაციის მოქმედების შესახებ". სააკაშვილმაც და იუშჩენკომაც ყირგიზეთის მოქალაქეებს მათი ქვეყნის პოლიტიკური ვითარების მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მოუწოდეს.
XS
SM
MD
LG