Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების სამხედრო სარდლობის ცნობით


შეერთებული შტატების სამხედრო სარდლობის ცნობით, ამერიკის ჯარებმა ერაყის ქალაქ უმ ყასრის მახლობლად

შეერთებული შტატების სამხედრო სარდლობის ცნობით, ამერიკის ჯარებმა ერაყის ქალაქ უმ ყასრის მახლობლად
ამერიკის ჯარების მთავარი სამხედრო საპყრობილის ქვეშ 180 მეტრის სიგრძის გასაქცევი გვირაბი აღმოაჩინეს. ერაყის ხელისუფლება აცხადებს, რომ დღეს ერაყის ჯარისკაცებმა შეერთებული შტატების ვერტმფრენების ხელშეწყობით ტყვედ აიყვანეს სულ ცოტა 120 სავარაუდო მეამბოხე შიიტი მუსულმანების ქალაქ ქერბალაში. ერაყის თავდაცვის მინისტრმა ჰაზიმ შაალანმა რეიტერის სააგენტოს უთხრა, რომ გარდა ამისა რამდენიმე ეჭვმიტანილი მოკლულ იქნა, მისი თქმით, "ძალზე წარმატებული" ოპერაციის მსვლელობისას. ამ რეიდის დროს ერაყის არმიამ ხელში ჩაიგდო ავტომანქანებში ჩასადები ნაღმები და რაკეტები. შეერთებული შტატების სამხედრო ხელმძვანელობას ჯერჯერობით არ დაუდასტურებია ეს ცნობები. შაალანის თქმით, მეამბოხეები ქერბალაზე იერიშის მიტანას აპირებდნენ მომავალ კვირაში, როცა ქალაქში მრავალი მლოცველი ჩავა შიიტურ რელიგიურ დღესასწაულზე.
XS
SM
MD
LG