Accessibility links

ტაივანის დედაქალაქ ტაიპეში მიმდინარეობს მრავალათასიანი


ტაივანის დედაქალაქ ტაიპეში მიმდინარეობს მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაცია.

ტაივანის დედაქალაქ ტაიპეში მიმდინარეობს მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაცია.
იგი მიმართულია ჩინეთის მიერ მიღებული კანონის წინააღმდეგ, რომელიც ტაივანის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას ითვალისწინებს, თუკი ეს უკანასკნელი ოფიციალურად გამოაცხადებს დამოუკიდებლობას. მანიფესტაციაში ტაივანის პრეზიდენტი ჩენ შუიბიანიც მონაწილეობს. როგორც მმართველი დემოკრატიული პროგრესული პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, იმედოვნებენ, რომ აქციაში სულ ცოტა მილიონამდე ტაივანელი მიიღებს მონაწილეობას. 1949 წლიდან მოკიდებული ტაივანი პეკინისგან დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს. მაგრამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა კუნძულს თავის ამბოხებულ პროვინციად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG