Accessibility links

logo-print

საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი ტოკიოში


საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი ტოკიოში იაპონიის პრემიერ-მინისტრ იუნიხირო კოიზუმის შეხვდა და

საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი ტოკიოში იაპონიის პრემიერ-მინისტრ იუნიხირო კოიზუმის შეხვდა და
განუცხადა მას, რომ საფრანგეთი ევროკავშირის მიერ ჩინეთის წინააღმდეგ არსებული იარაღის ემბარგოს მოხსნის მომხრეა. საფრანგეთი ყველაზე კატეგორიულად ითხოვს ევროკავშირის მხრიდან ჩინეთის მიმართ დაწესებული 16 წლიანი ემბარგოს მოხსნას. შირაკს ესმის, რომ იაპონიას აშფოთებს დიდი მეზობლის მიერ იარაღის შეძენის პერსპექტივა, მაგრამ საფრანგეთის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ ჩინეთის მოთხოვნა ემბარგოს მოხსნაზე კანონიერია. თავის მხრივ კოიზუმიმაც პრინციპულობა გამოიჩინა და განაცხადა, რომ ტოკიო კვლავაც განაგრძობს ემბარგოს გაგრძელებაზე ზრუნვას. იმავე პოზიციაზეა შეერთებული შტატებიც. შეგახსენებთ, ჩინეთის წინააღმდეგ იარაღის ემბარგო 1989 წელს დაწესდა, როცა ჩინეთის ხელისუფლებამ მშვიდობიანი მომიტინგეები სასტიკად დაარბია.
XS
SM
MD
LG