Accessibility links

logo-print

ისრაელის რადიოს თანახმად, ქვეყნის თავდაცვის


ისრაელის რადიოს თანახმად, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა შაულ მოფაზმა გასცა ბრძანება დასავლეთის ნაპირზე

ისრაელის რადიოს თანახმად, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა შაულ მოფაზმა გასცა ბრძანება დასავლეთის ნაპირზე
მდებარე ქალაქ კალკილიიის პალესტინის უშიშროებისთვის გადაცემის გადავადების შესახებ. ასეთი ბრძანების გაცემის მიზეზად მოფაზი პალესტინის ხელისუფლების მიერ შეთანხმების პირობების შეუსრულებლობას ასახელებს. კერძოდ, ის აცხადებს, რომ პალესტინელებმა არ უზრუნველყვეს ქალაქებში – ტულკარემსა და იერიქონში მოქმედი დაჯგუფებების განიარაღება. ეს ორი ქალაქი უკვე გადაეცათ პალესტინელებს. ისრაელის თავდაცვის მინისტრი ვაშინგტონში გაემგზავრა, სადაც ის ვიცე-პრეზიდენტ ჩეინისა და თავდაცვის მინისტრ რამსფელდს შეხვდება.
XS
SM
MD
LG