Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის ახალმა პარლამენტმა დღეს ქვეყნის


ყირგიზეთის ახალმა პარლამენტმა დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ყურმანბეკ ბაკიევი დაამტკიცა. ბიშკეკში ერთდროულად ორი მოქიშპე პარლამენტის,

ყირგიზეთის ახალმა პარლამენტმა დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ყურმანბეკ ბაკიევი დაამტკიცა. ბიშკეკში ერთდროულად ორი მოქიშპე პარლამენტის,
ძველი და ახალი მოწვევის პარლამენტების სხდომები გაიმართა. ძველი პარლამენტის ქვედა პალატამ შეწყვიტა მუშაობოა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის მოგვარებამდე. ძველი პარლამენტის ლეგიტიმურობა დაამტკიცა ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ. არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა კი - ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიუხედავად მასობრივი პროტესტებისა. ზოგიერთი დეპუტატი ორივე მოწვევის პარლამენტის წევრია. დღესვე ყრიგიზეთის ახალი პარლამენტის სპიკერმა, ომურბეკ ტეკაბაიევმა განაცხადა, რომ კანონმდებლებმა უნდა გაარკვიონ, კანონიერია თუ არა მოქმედი ლიდერის დანიშვნა. ყურმანბეკ ბაკიევი ამავე დროს პრეზიდენტის მოვალეობების შემსრულებელია. [ტეკებაევის ხმა] "ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ, რათა შექმნილი პოლიტიკური ვითარება საკონსტიტუციო გზაზე დავაყენოთ. ჯერ ერთი, უნდა მივიღოთ ბატონ ბაკიევის, როგორც პრემიერ-მინისტრის ამჟამინდელი სტატუსი. მეორე მხრივ, მთელმა საზოგადოებამ უნდა მიიღოს თქვენი, ახალი პარლამენტის ლეგიტიმურობა.
XS
SM
MD
LG