Accessibility links

logo-print

ჩეჩნეთის შატოის რაიონში გაიტაცეს ადგილობრივი


ჩეჩნეთის შატოის რაიონში გაიტაცეს ადგილობრივი ადმინისტრაციის თანამშრომელი.

ჩეჩნეთის შატოის რაიონში გაიტაცეს ადგილობრივი ადმინისტრაციის თანამშრომელი.
ხუთი შეიარაღებული ადამიანი შეიჭრა მშენებლობისა და არქიტექტურის რაიონული განყოფილების თავმჯდომარის, ტურპალ-ალი სულეიმანოვის სახლში და სიკვდილის მუქარით გაიტაცეს. შელკოვსკის რაიონში საავტომობილო ავარია მოხდა. დაღესტნის მაცხოვრებელი, რომელიც საჭესთან იჯდა, დაიღუპა. მანქანის გასინჯვისას საბარგულში აღმოჩნდა შელკოვსკის რაიონის მილიციის რაიგანყოფილების თანამშრომლის გვამი. დაღესტნის მაცხოვრებელზე ფედერალური ძებნა იყო გამოცხადებული - მან თვითნებურად მიატოვა სამხედრო ნაწილი.
XS
SM
MD
LG