Accessibility links

ინდონეზიის სტიქიურ უბედურებათა ცენტრმა დღეს


ინდონეზიის სტიქიურ უბედურებათა ცენტრმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინდონეზიის კუნძულ ნიასზე 1000-მდე ადამიანი დაიღუპა

ინდონეზიის სტიქიურ უბედურებათა ცენტრმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინდონეზიის კუნძულ ნიასზე 1000-მდე ადამიანი დაიღუპა
წუხელ მომხდარი მიწისძვრის შედეგად. იგი 8,7 ბალს აღწევდა რიხტერის სკალით. დღეს ნიასში პირველი სამაშველო ჯგუფები გაიგზავნა. ჯერჯერობით მცირე დეტალებია ცნობილი მიწისძვრის რეგიონში მომხდარი ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ, ვინაიდან ძნელად მისაღწევ რაიონებში სატელეფონო და ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანებულია. ინდონეზიის ვიცე-პრეზიდენტ იუსუფ კალას თქმით, სავარაუდოდ 2000 ადამიანამდე შეიძლება დაღუპულიყო ნიასზე, სადაც, როგორც იტყობინებიან, მრავალრიცხოვანი შენობები დაინგრა.

XS
SM
MD
LG