Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს გროზნოს სასამართლომ 11 წლით


დღეს გროზნოს სასამართლომ 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარების მოსამსახურეს,

დღეს გროზნოს სასამართლომ 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარების მოსამსახურეს,
სერგეი ლაპინს ჩეჩენი სამოქალაქო პირის მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის. ეს პირველი ამგვარი სასამართლო პროცესია ჩეჩნეთში. სერგეი ლაპინი, რომელიც საგანგებო დანიშნულების ნაწილში მსახურობდა, სასამართლომ დამნაშავედ სცნო ჩეჩნის სასტიკად ცემასა და მის შეურაცხყოფაში. პროკურატურის თანახმად, 2001 წელს ლაპინმა დააპატიმრა ჩეჩენი ზელიმხან მურდალოვი და გონების წასვლამდე სცემა იგი, შემდეგ კი ციხეში წაიყვანა. მეორე დღეს მურდალოვი გაათავისუფლეს საკნიდან, მაგრამ მას მერე მისი ბედი უცნობია. დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე ლაპინმა უარყო თავისი დანაშაული.

XS
SM
MD
LG