Accessibility links

გაეროს ადამიანის უფლებების საკითხების მეთვალყურემ


გაეროს ადამიანის უფლებების საკითხების მეთვალყურემ, ვიტიტ მუნტარბჰორნმა დღეს განაცხადა, რომ ჩრდილო კორეამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ზომები

გაეროს ადამიანის უფლებების საკითხების მეთვალყურემ, ვიტიტ მუნტარბჰორნმა დღეს განაცხადა, რომ ჩრდილო კორეამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ზომები
ადამიანის უფლებების დარღვევათა შესაჩერებლად. მუნტარბჰორნის ანგარიშში ნათქვამია, რომ ფხენიანი არ ემორჩილება ადამიანის უფლებების დამცველ საერთაშორისო კანონებს. მისი თქმით, აუცილებელია რიგი კანონების სასწრაფოდ შეცვლა. გარდა ამისა, მუნტარბჰორნი მოუწოდებს ფხენიანს, დაემორჩილოს ადამიანის უფლებების დაცვის თაობაზე მის მიერ ხელმოწერილ ოთხ საერთაშორისო ხელშეკრულებას. გაეროში ჩრდილო კორეის ელჩმა ლი ჩეულმა უარყო მუნტარბჰორნის ბრალდებები.
XS
SM
MD
LG