Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში სასამართლომ 10 წლით თავისუფლების


თბილისში სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს დავით მირცხულავას.

თბილისში სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს დავით მირცხულავას.

მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა სასამართლომ მირცხულავა დამნაშავედ ცნო თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და სახელმწიფოსთვის 7 600 000 დოლარის ზარალის მიყენებაში. პროკურატურა განსასჯელისთვის 12-წლიანი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. სათბობ-ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი თავს დამნაშავედ არ ცნობს. მირცხულავას ვექილები აპირებენ, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში გაასაჩივრონ. გარდა ამისა, მათ სარჩელი შეიტანეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლოშიც.
XS
SM
MD
LG