Accessibility links

logo-print

დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა


დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 3419 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ჩეჩნეთში მას მერე, რაც იქ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მეორე

დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 3419 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ჩეჩნეთში მას მერე, რაც იქ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მეორე
სამხედრო ოპერაცია დაიწყო. სამინისტროს ცნობით, 29 ჯარისკაცი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ჯარისკაცთა დედების ასოციაციის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს მონაცემები დამახინჯებულია. ასოციაციის თავმჯომარის, ვალენტინა მელნიკოვას თქმით, მისი ორგანიზაციის ინფორმაციით, რეალური რიცხვი 14 ათას ჯარისკაცს აღწევს. ჩეჩნეთში რუსეთის 80 ათასი ჯარისკაცი იმყოფება. 30 ათასი თავდაცვის სამინისტროს ჯარებია, 50 ათასი კი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უშიშროების ფედერალურ სამსახურს ექვემდებარება.
XS
SM
MD
LG