Accessibility links

logo-print

ევროკავშირმა მოიწონა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის


ევროკავშირმა მოიწონა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, პოლ ვულფოვიცის კანდიდატურა.

ევროკავშირმა მოიწონა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, პოლ ვულფოვიცის კანდიდატურა.
ამის შესახებ დღეს, ბრიუსელში გამოაცხადეს, სადაც გაიმართა ვულფოვიცის შეხვედრა ევროკავშირის ხელმძღვანელებთან. თავად ვულფოვიცმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა: [ვულფოვიცის ხმა] "მშვენივრად მესმის, რომ ჩემი კანდიდატურა, რბილად რომ ვთქვათ, წინააღმდეგობრივია. მაგრამ იმედი მაქვს, როცა ხალხი უკეთ გამიცნობს, მიხვდება, რომ ღრმად მწამს იმ მისიისა, რომელსაც ბანკი ასრულებს. ასე რომ არ იყოს, ამ დანიშვნას არ დავთანხმდებოდი." ხვალ ვულფივიცის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მსოფლიო ბანკის გამგეობამ. ვულფოვიცის კანდიდატურა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა წამოაყენა. აშშ, როგორც მსოფლიო ბანკის უმსხვილესი მეწილე, ტრადიციულად, თავის კანდიდატს სთავაზობს დანარჩენ წევრებს.
XS
SM
MD
LG