Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში


საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში იმყოფება. ის ასტანაში ოთხშაბათს ჩავიდა.

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში იმყოფება. ის ასტანაში ოთხშაბათს ჩავიდა.
ხუთშაბათს ის ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს შეხვდა. ყაზახეთის პრეზიდენტმა ორ ქვეყანას შორის არსებულ კავშირზე საუბრისას აღნიშნა: [ნაზარბაევის ხმა] "საქართველო არის ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო ასპარეზზე. ორივე სახელმწიფო გამოდის ტერორიზმის წინააღმდეგ, ებრძვის დამნაშავეობასა და ექსტრემიზმს. ამ თვალსაზრისით ჩვენი სახელმწიფოები იდენტურ პოლიტიკას ატარებენ". ყაზახეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: [სააკაშვილის ხმა] "ყაზახეთს შეუძლია საქართველო მიიჩნიოს სანდო პარტნიორად ყველა იმ ამბიციური გეგმის განსახორციელებლად, რომელიც ყაზახეთის ხელმძღვანელობას გააჩნია. ყაზახეთი ხდება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი კასპიისა და შავი ზღვების რეგიონისთვის და ჩინეთისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი მთელი ევრაზიისთვის". სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ნაზარბაევი ყირგიზეთში არსებულ ვითარებასაც შეეხო და განაცხადა, რომ ის, რაც იქ მოხდა, არ იყო რევოლუცია და ასე გამოხატა დამოკიდებულება ყირგიზეთში შექმნილ მდგომარეობაზე: [ნაზარბაევის ხმა] "ძალიან დამწუხრებულები და გულდაწყვეტილები ვართ იმ მდგომარეობის გამო, რომელშიც ჩვენი მოძმე, ენობრივად და რელიგიურად მონათესავე ყირგიზეთის ხალხი აღმოჩნდა. ახლა კი მივმართავთ ყველა ზომას, რომ დავეხმაროთ ყირგიზეთს ამ სერიოზული კრიზისიდან გამოსვლაში".
XS
SM
MD
LG