Accessibility links

ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის


ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარეს - დიმიტრი რუპელს მიაჩნია, რომ

ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარეს - დიმიტრი რუპელს მიაჩნია, რომ
ყირგიზეთის დევნილი პრეზიდენტი ასკარ აყაევი უნდა გადადგეს. ბიშკეკში ყირგიზეთის ახალ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ რუპელმა ასევე აღნიშნა, რომ ყირგიზეთმა პოლიტიკური პროცესის ერთი ფაზა უკვე გაიარა. ამ ფაზის სიმბოლო აყაევის პრეზიდენტობა იყო. რუპელისავე თანახმად, კარგი იქნება, თუკი აყაევის ეპოქა რაც შეიძლება მალე ოფიციალურადაც დასრულდება. ეუთოს Aთავმჯდომარეს მიაჩნია, რომ ასკარ აყაევს არ უნდა აეკრძალოს ყირგიზეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა. რუპელმა გამოთქვა იმედი, რომ ყირგიზეთის ახალ ლიდერებსა და აყაევს შორის მოლაპარაკება შედეგს მოიტანს. ყირგიზეთის პარლამენტის სპიკერმა ომურბეკ ტეკებაევმა მოუწოდა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ყურმანბეკ ბაკიევს ნება დართოს ასკარ აყაევს დაბრუნდეს ბიშკეკში და უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება.
XS
SM
MD
LG