Accessibility links

ყირგიზეთის დედაქალაქში დღეს რამდენიმე ქვეყნისა


ყირგიზეთის დედაქალაქში დღეს რამდენიმე ქვეყნისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციის

ყირგიზეთის დედაქალაქში დღეს რამდენიმე ქვეყნისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციის
წარმომადგენლები ჩავიდნენ, რათა ყირგიზეთის ახალ ხელისუფლებას შექმნილი კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარონ. სტუმართა შორის იყვნენ საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები სალომე ზურაბიშვილი და ბორის ტარასიუკი. ბორის ტარასიუკმა წაიკითხა საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტების, მიხეილ სააკაშვილისა და ვიქტორ იუშჩენკოს მიმართვა ყირგიზი ხალხისადმი. [ბორის ტარასიუკის ხმა] "ჩვენს ქვეყნებს, უკრაინასა და საქართველოს, დღეს შეუძლიათ თქვან, რომ ვქმნით კოალიციას "დემოკრატიული არჩევანი"; და ვაპირებთ დემოკრატიის განმტკიცებისთვის ვიზრუნოთ არა მარტო ჩვენს ქვეყნებში, არამედ სხვა ქვეყნებსაც - უწინარესად ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე - შევახსენოთ, რომ აუცილებელია ადამიანის უფლებათა დაცვა. ამიერიდან ეს ჩვენი საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედად იქცევა." დღესვე, ყირგიზეთის პარლამენტში შეიქმნა კომისია, რომელიც პრეზიდენტ ასკარ აყაევის გადადგომის ოფიციალური პროცესის უზრუნველყოფაზე იმუშავებს. ყირგიზეთის კონსტიტუციის თანახმად, ვიდრე მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების დღე დადგინდება, მოქმედმა პრეზიდენტმა გადადგომის შესახებ პარლამენტს უნდა განუცხადოს. რუსეთში მყოფი ასკარ აყაევი ყირგიზეთში დაბრუნებისთვის საჭირო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას იღებს.
XS
SM
MD
LG