Accessibility links

logo-print

მსოფლიო ბანკმა თავის ახალ პრეზიდენტად


მსოფლიო ბანკმა თავის ახალ პრეზიდენტად აირჩია აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე,

მსოფლიო ბანკმა თავის ახალ პრეზიდენტად აირჩია აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე,
პოლ ვულფოვიცი. ვულფოვიცი ამ თანამდებობის ერთადერთი პრეტენდენტი იყო. მისი კანდიდატურა ორიოდე კვირის წინ წამოაყენა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა, რასაც ევროპის კავშირის ლიდერთა შორის არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. მაგრამ გუშინ, ვულფოვიცთან შეხვედრის შემდეგ, ევროკომისიამ გამოაცხადა, რომ მხარს უჭერს ვულფოვიცის კანდიდატურას. თავად ვულფოვიცმა კი განაცხადა, რომ გულწრფელად სწამს ბანკის მისიისა და მზად არის ბანკის ხელმძღვანელის მოვალეობის შესასრულებლად. მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე პოლ ვულფოვიცი ჯეიმს ვულფენსონს შეცვლის.
XS
SM
MD
LG