Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დაასრულა


აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დაასრულა გამოძიება ზურაბ ჟვანიასა

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დაასრულა გამოძიება ზურაბ ჟვანიასა
და რაულ უსუფოვის გარდაცვალების მიზეზებზე. ბიუროს დასკვნა ემთხვევა ქართველი სამართალდამცავების მიერ გაკეთებულ წინასწარ შეფასებებს. ამის შესახებ დღეს გამოაცხადეს საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ გიორგი ჯანაშიამ და აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს თბილისის წარმომადგელობის ხელმძღვანელმა ბრაიან პარმანმა. "ვერ მივაკვლიეთ რაიმე ისეთ გარემოებას, რომელიც ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს მთავრობის მიერ გაკეთებულ დასკვნას“, განაცხადა პარმანმა დღეს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე. მისი თქმით, ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუფოვის გარდაცვალების მიზეზი სისხლში კარბოქსიჰემოგლობინის მაღალი შემცველობა იყო, რაც გაზის ზემოქმედებამ განაპირობა. სხვა მომწამლავი ნივთიერებების კვალი გარდაცვლილთა სისხლში ექსპერტებმა ვერ აღმოაჩინეს.
XS
SM
MD
LG