Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს თბილისს არაოფიციალური ვიზიტით ეწვია


დღეს თბილისს არაოფიციალური ვიზიტით ეწვია სომხეთის პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი.

დღეს თბილისს არაოფიციალური ვიზიტით ეწვია სომხეთის პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი.
საქართველოს დედაქალაქში ჩასვლისთანავე ის და მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუდაურში გაემგზავრნენ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის თქმით, პრეზიდენტები განიხილავენ რეგიონული და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, სამცხე–ჯავახეთში მცხოვრები სომეხი ეროვნების მოქალაქეების პრობლემატიკას და შეეხებიან ახალქალაქში მდებარე რუსეთის სამხედრო ბაზის თემასაც. [ნინო ბურჯანაძის ხმა] "დარწმუნებული ვარ, რომ ამ თემაზეც საუბარი იქნება, თუმცა მე მინდა გამოვხატო ჩვენი კმაყოფილება სომხეთის ოფიციალური ხელისუფლების და, უპირველეს ყოვლისა, სომხეთის პრეზიდენტის პოზიციასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ახალქალაქის ბაზას, სომხეთის პრეზიდენტმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ ეს არის საქართველოს საშინაო საქმე, საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტოს და არავითარ შემთხვევაში სომხეთი არანაირ პოზიციას ამ საკითხთან დაკავშაირებით არ დააფიქსირებს."
XS
SM
MD
LG