Accessibility links

ყირგიზეთის ახალი ხელისუფლება კვლავინდებურად განიხილავს


ყირგიზეთის ახალი ხელისუფლება კვლავინდებურად განიხილავს შესაძლებლობას,

ყირგიზეთის ახალი ხელისუფლება კვლავინდებურად განიხილავს შესაძლებლობას,
ქვეყანაში დააბრუნოს ჩამოგდებული პრეზიდენტი ასკარ აყაევი, რათა იგი ოფიციალურად გადადგეს ქვეყნის მეთაურის თანამდებობიდან. პარლამენტის თავმჯდომარის ომურბეკ ტეკებაევის თქმით, აყაევი სასამართლო ხელშეუხებლობის გარანტიას მიიღებს, თუ ყირგიზეთში დაბრუნდა და პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა. აყაევი, რომელმაც ქვეყანა მასობრივი საპროტესტო აქციების დროს დატოვა, ამჟამად რუსეთში იმყოფება. დღესვე, ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ფელიქს ყულოვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის პოსტზე თავის კანდიდატურას წამოაყენებს, თუ უზენაესი სასამართლო გააუქმებს მისთვის გამოტანილ განაჩენს. 2000 წელს ყულოვს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ გესულ კვირაში მომხდარი გადატრიალების შედეგად იგი ციხიდან გამოუშვეს.
XS
SM
MD
LG