Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების


საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების ასოციაცია "გორბის" მიერ ჩატარებული გამოკითხვებით

საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების ასოციაცია "გორბის" მიერ ჩატარებული გამოკითხვებით
რესპონდენტთა 34 პროცენტი შევარდნაძის დროინდელ საქართველოს მისტირის, 37 პროცენტი კი პოსტრევოლუციურ საქართველოში ცხოვრებას არჩევს. თუმცა, შეკითხვაზე "დროზე ბატონობა რომ შეგეძლოთ, დაბრუნდებოდით, თუ არა შევარდნაძის ეპოქაში?", გამოკითხულთა მხოლოდ 8 პროცენტმა გასცა დადებითი პასუხი. "გორბის" ხელმძღვანელმა მერაბ ფაჩულიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 2004 წლის საშუალო მონაცემებთან შედარებით ორჯერ შემცირდა ქვეყანაში განვითარებული მოვლენებით კმაყოფილი ადამიანების რიცხვი. გამოკითხულთა 31 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოში მოვლენები სწორი მიმართულებით ვითარდება, 39 პროცენტი კი უარყოფითად აფასებს ქვეყნის განვითარების მიმართულებას.
XS
SM
MD
LG