Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზიმბაბვეში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად


ზიმბაბვეში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად პრეზიდენტ რობერტ მუგაბეს პარტიამ

ზიმბაბვეში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად პრეზიდენტ რობერტ მუგაბეს პარტიამ
სახელწოდებით "აფრიკის ეროვნული კავშირი-პატრიოტული ფრონტი" საკანონმდებლო ორგანოს მანდატთა ორი მესამედი მოიპოვა, რაც მას საშუალებას აძლევს, ქვეყნის კონსტიტუცია საკუთარი შეხედულებისამებრ ცვალოს. ხუთშაბათს გამართული კენჭისყრის ოფიციალური შედეგები დღეს გამოაქვეყნეს. მუგაბეს პარტიამ 120-დან 71 მანდატი მიიღო. კიდევ 30 დეპუტატს თავად მუგაბე ნიშნავს. ზიმბაბვეს მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ - "მოძრაობამ დემოკრატიული გარდაქმნებისთვის" - არჩევნებს "მასობრივი თაღლითობა" უწოდა.
XS
SM
MD
LG