Accessibility links

logo-print

ინდონეზიის კუნძულ ნიასზე ცხრა ადამიანი


ინდონეზიის კუნძულ ნიასზე ცხრა ადამიანი დაიღუპა სამაშველო შვეულმფრენის კატასტროფის შედეგად.

ინდონეზიის კუნძულ ნიასზე ცხრა ადამიანი დაიღუპა სამაშველო შვეულმფრენის კატასტროფის შედეგად.
მაშველები 28 მარტს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად მიფრინავდნენ. შვეულმფრენში მყოფი 11 ადამიანიდან ორი გადარჩა. კატასტროფა მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებში მოხდა. დღეს მაშველებმა ნიასზე, ერთ-ერთი შენობის ნანგრევებიდან, ცოცხლად ამოიყვანეს მამაკაცი, რომელმაც ნანგრევებში ხუთი დღე გაატარა. წუხელ კუნძულზე ახალი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების ძალამ რიხტერის სკალით 5,8 ბალს მიაღწია.
XS
SM
MD
LG