Accessibility links

რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტი იუწყება


რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტი იუწყება,

რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტი იუწყება,
რომ ყირგიზეთის პრეზიდენტი ასკარ აყაევი მზად არის, ნებაყოფლობით გადადგეს ქვეყნის მეთაურის თანამდებობიდან. ჩვენი კორესპონდენტის ცნობით, ხვალ აყაევი ოფიციალურად გააკეთებს განცხადებას გადადგომის შესახებ. დღეს აყაევი მოსკოვში შეხვდა ყირგიზეთის პარლამენტის საგანგებო კომისიის წევრებს. აყაევის გადადგომა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ყირგიზეთში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოგვარების გზაზე. მართალია, ყირგიზეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ჩოპლონ ბაიეკოვამ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 26 ივნისს ნებისმიერ შემთხვევაში ჩატარდება, მაგრამ აყაევს გადადგომაზე უარი რომ ეთქვა, ამ არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დადგებოდა.
XS
SM
MD
LG