Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს საგანგებო წარგზავნილის, ტერიე რუდ-ლარსენის


გაეროს საგანგებო წარგზავნილის, ტერიე რუდ-ლარსენის თქმით, სირიის მთავრობა პირობას დებს,

გაეროს საგანგებო წარგზავნილის, ტერიე რუდ-ლარსენის თქმით, სირიის მთავრობა პირობას დებს,
რომ ლიბანიდან ჯარებისა და სპეცსამსახურების გაყვანას 30 აპრილამდე დაასრულებს. დამასკში, სირიის პრეზიდენტთან ბაშარ ასადთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ფარუკ შარაასთან შეხვედრის შემდეგ რუდ-ლარსენმა განაცხადა: [ტერიე რუდ-ლარსენის ხმა] "სირიის მთავრობამ გაიზიარა ჩემი მოსაზრება ლიბანში გაეროს მეთვალყურეთა ჯგუფის გაგზავნის აუცილებლობის შესახებ. ეს ჯგუფი შეძლებს, დაადასტუროს ლიბანიდან სირიის საჯარისო შენაერთებისა და სპეცსამსახურების სრული გაყვანის ფაქტი. ცხადია, მეთვალყურეების ჩასასვლელად საჭირო იქნება ლიბანის მთავრობის თანხმობაც." ლიბანიდან სირიის ჯარების სრულ გაყვანას გაეროს მიერ შარშან მიღებული რეზოლუცია მოითხოვს. წელს, ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის რაფიკ ჰარირის მკვლელობის შემდეგ, სირიაზე ზეწოლა გაძლიერდა. ჰარირი ლიბანში სირიის სამხედრო ყოფნის მოწინააღდეგედ ითვლებოდა, რის გამოც ბევრი ფიქრობს, რომ ექს-პრემიერის მკვლელობაში დამასკის ხელი ურევია.
XS
SM
MD
LG