Accessibility links

logo-print

ერაყის პარლამენტის ახლად არჩეული სპიკერის


ერაყის პარლამენტის ახლად არჩეული სპიკერის ჰაჯემ ჰასანის განცხადებით,

ერაყის პარლამენტის ახლად არჩეული სპიკერის ჰაჯემ ჰასანის განცხადებით,
პარლამენტი ოთხშაბათს შეიკრიბება, რათა პრეზიდენტი აირჩიოს. სუნიტური უმცირესობის ლიდერი ჰაჯემ ჰასანი, რომელსაც გარდამავალ მთავრობაში მრეწველობის მინისტრის პოსტი ეკავა, პარლამენტის სპიკერად დღეს აირჩიეს. მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოს ოთხშაბათის სესია მიეძღვნება პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტების არჩევნებს, ამ უკანასკნელებმა კი, თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრი უნდა დაასახელონ. ერაყის პარლამენტის სხდომის დასრულებისთანავე ახალმა სპიკერმა შემდეგი განცხადება გააკეთა: [ჰაჯემ ჰასანის ხმა] "დადგა დრო, როცა ერაყელებს შეუძლიათ და უნდა ისარგებლონ კიდეც თავიანთი უფლებებით. დადგა დრო, როცა ერაყის ყველა მოქალაქემ უნდა იგრძნოს, რომ თავისუფალი, დემოკრატიული და ფედერალისტური ქვეყნის სრულუფლებიანი ბატონ-პატრონია." დღესვე აირჩიეს სპიკერის ორი მოადგილე. ერთი ვიცე-სპიკერია ბირთვული ფიზიკის სპეციალისტი, შიიტი ჰუსეინ შარასტანი, მეორე კი - ქურთების წარმომადგენელი არეფ ტაიფური.
XS
SM
MD
LG