Accessibility links

ვატიკანმა გამოაცხადა, რომ პაპი იოანე


ვატიკანმა გამოაცხადა, რომ პაპი იოანე პავლე მეორე წმინდა პეტრეს ბაზილიკის კრიპტაში დაკრძალავენ პარასკევს.

ვატიკანმა გამოაცხადა, რომ პაპი იოანე პავლე მეორე წმინდა პეტრეს ბაზილიკის კრიპტაში დაკრძალავენ პარასკევს.
ვატიკანის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ხოაკინ ნავარო-ვალსმა თქვა, რომ პაპის ცხედარს დღეს გადაასვენებენ წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, სადაც იგი სამი დღის მანძილზე იქნება საჯაროდ დასვენებული. ამის შესახებ გადაწყვეტილება კარდინალების შეკრებაზე იქნა მიღებული. წმინდა პეტრეს მოედანზე 100 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა კვირას პაპის ხსოვნისადმი მიძღვნილ მესაზე ღია ცის ქვეშ. იოანე პავლე მეორე შაბათს გარდაიცვალა 84 წლის ასაკში. როგორც ვარაუდობენ, პაპის დაკრძალვის ცერემონიას რომში, წმინდა პეტრეს მოედანზე, ორ მილიონამდე ადამიანი დაესწრება. მოგვიანებით კარდინალები დაიწყებენ ახალი პაპის არჩევის პროცესს.
XS
SM
MD
LG