Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასკარ აყაევმა ხელი მოაწერა განცხადებას


ასკარ აყაევმა ხელი მოაწერა განცხადებას ყირგიზეთის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.

ასკარ აყაევმა ხელი მოაწერა განცხადებას ყირგიზეთის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.
ხელმოწერის ცერემონია შედგა მოსკოვში, ყირგიზეთის საელჩოში. [აყაევის ხმა] " როგორც პირველ პუნქტშია ნათქვამი, ყირგიზეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ დროზე ადრე იხსნით პრეზიდენტის უფლებამოსილებებს საკუთარი განცხადებების შესაბამისად." ყირგიზეთის გადაყენებულ პრეზიდენტთან მოსალაპარაკებლად მოსკოვში ჩავიდა ყირგიზეთის საპარლამენტო დელეგაცია. აყაევის გადადგომა სამშაბათს შევა ძალაში. როგორც ყირგიზეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, ტაშკულ კერეკსისოვმა განაცხადა, საელჩოში აყაევმა გააკეთა 18-წუთიანი განცხადება, რომლის ჩანაწერსაც სამშაბათს ყირგიზეთის პარლამენტის სხდომაზე მოისმენენ და შემდეგ ყირგიზეთის ტელევიზიით გადასცემენ. ყირგიზეთის საპარლამენტო კომისიის წევრმა ტემირ სარიევმა ჩვენს რადიოს განუცხადა, რომ ახლა პარლამენტს შეუძლია რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის დადგენა.
XS
SM
MD
LG