Accessibility links

logo-print

რომის პაპის იოანე პავლე მეორის


რომის პაპის იოანე პავლე მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა

რომის პაპის იოანე პავლე მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა
მიხეილ სააკაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა სამძიმრის წერილები გაუგზავნეს კარდინალ იოზეფ რაცინგერს, ვატიკანის კარდინალთა წმინდა კოლეგიის დეკანს. სამძიმრის წერილში პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა ის ისტორიული როლი, რომელიც იოანე პავლე მეორემ შეასრულა მშვიდობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის, ევროპის კონტინენტზე კომუნიზმის დაცემის, მსოფლიოში უნივერსალური დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების საქმეში. ასევე იმ დიდ დამსახურებას, რომელიც რომის პაპს მიუძღვის მსოფლიოს ქრისტიანთა და სხვა კონფესიების მიმდევართა ურთიერთდაახლოების საქმეში.
XS
SM
MD
LG