Accessibility links

logo-print

საპარლამენტო არჩევნები დიდ ბრიტანეთში 5


საპარლამენტო არჩევნები დიდ ბრიტანეთში 5 მაისს გაიმართება.

საპარლამენტო არჩევნები დიდ ბრიტანეთში 5 მაისს გაიმართება.
ამის შესახებ დღეს გამოაცხადა ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა. წინა არჩევნებში, 2001 წელს, გაიმარჯვა ლეიბორისტულმა პარტიამ, რომელსაც მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 43-მა პროცენტმა. კონსერვატორებმა მაშინ ხმების 32 პროცენტი მოაგროვეს. ლეიბორისტები, თავიანთ ლიდერთან, ტონი ბლერთან ერთად, იმედოვნებენ, რომ ზედიზედ მესამედ მოიპოვებენ გამარჯვებას. აი, რა თქვა ბლერმა ამასთან დაკავშირებით: [ტონი ბლერის ხმა] "5 მაისამდე დარჩენილ დროში მე და ჩემი კოლეგები ყოველდღიურად განვუმატრავთ ბრიტანელ ხალხს, რის გაკეთებას ვაპირებთ, თუ მესამე ვადითაც აგვირჩიეს." კონსტიტუციის თანახმად, მომავალ ორშაბათამდე უნდა გამოცხადდეს ამ მოწვევის პარლამენტის დაშლის ამბავი.
XS
SM
MD
LG