Accessibility links

მოლდავეთის პრეზიდენტის პოსტზე ხელახლა არჩეულმა


მოლდავეთის პრეზიდენტის პოსტზე ხელახლა არჩეულმა ვლადიმირ ვორონინმა განაცხადა,

მოლდავეთის პრეზიდენტის პოსტზე ხელახლა არჩეულმა ვლადიმირ ვორონინმა განაცხადა,
რომ მისი მიზანი ევროპის სტრუქტურებში მოლდავეთის ინტეგრეციაა. მოლდავეთის კომუნისტური პარტიის ლიდერი, ვლადიმირ ვორონინი, გუშინ ქვეყნის პარლამენტმა ხელახლა აირჩია პრეზიდენტად. 101 დეპუტატიდან მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 75-მა. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიესალმა მოლდავეთის პარლამენტის ამ არჩევანს. მისი თქმით, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მოლდავეთის პარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალებმა, ქრისტიან-დემოკრატებისა და სხვა ჯგუფების ჩათვლით, შეძლეს საერთო ენის გამონახვა და კონსენსუსის მიღწევა.
XS
SM
MD
LG