Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში მოიტაცეს გენერალი ჯალალ მოჰამედ


ბაღდადში მოიტაცეს გენერალი ჯალალ მოჰამედ სალეჰი - მეთაური ჯავშანსატანკო დივიზიისა,

ბაღდადში მოიტაცეს გენერალი ჯალალ მოჰამედ სალეჰი - მეთაური ჯავშანსატანკო დივიზიისა,
რომელიც ერაყის განახლებული არმიის ერთ-ერთი პირველი შენაერთია. დღესვე, ბაღდადის აღმოსავლეთ შემოგარენში მომხდარი შეტაკების შედეგად დაიღუპნენ ორი ამერიკელი და ერთი ერაყელი ჯარისკაცი. მეამბოხეებსა და ერაყელ სამხედროების შორის გუშინ დაწყებულ ამ შეტაკებაში ასამდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეც ჩაება. ბაღდადში, ნაღმის აფეთქების შედეგად, დაიღუპა ერთი, ხოლო დაიჭრა ოთხი ამერიკელი ჯარისკაცი.
XS
SM
MD
LG