Accessibility links

logo-print

ევროკომისიამ დღეს უარყო რუსეთის განცხადება


ევროკომისიამ დღეს უარყო რუსეთის განცხადება, თითქოს ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) თავის საქმიანობაში მიკერძოებას იჩენდეს.

ევროკომისიამ დღეს უარყო რუსეთის განცხადება, თითქოს ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) თავის საქმიანობაში მიკერძოებას იჩენდეს.

ეს მოსაზრება რუსეთის წარმომადგენლების მიერ უკვე რამდენიმეჯერ გამოითქვა - ბოლოს სამშაბათს, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მრჩეველ სერგეი იატსრჟემბსკის მიერ.
ევროკომისიის პრეს-მდივანმა ემა ადვინმა დღეს ბრიუსელში აღნიშნა, რომ ევროკავშირი სრულ მხარდაჭერას უცხადებს ეუთოს და განსაკუთრებით აფასებს არჩევნებზე მის სამეთვალყურეო მისიებს. ევროკომისიის პრეს-მდივანმა დასძინა, რომ ევროკავშირი მზადაა, ხელი შეუწყოს ეუთოს მუშაობას ყირგიზეთში ივნისისთვის დანიშნული არჩენვნების მეთვალყურეობისას.
XS
SM
MD
LG