Accessibility links

logo-print

ერაყის პარლამენტმა ქურთების წარმომადგენელი, ჯალალ


ერაყის პარლამენტმა ქურთების წარმომადგენელი, ჯალალ თალაბანი აირჩია ერაყის პრეზიდენტად.

ერაყის პარლამენტმა ქურთების წარმომადგენელი, ჯალალ თალაბანი აირჩია ერაყის პრეზიდენტად.
მის მოადგილეებად აირჩიეს შიიტი კანდიდატი ადელ აბდულ მაჰდი და სუნიტი არაბი ღაზი იავარი. თალაბანი პრეზიდენტი გახდა თითქმის 2 წელიწადში მას შემდეგ, რაც ერაყში სამხედრო ინტერვენციას ამერიკელების ხელმძღვანელობით სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობა მოჰყვა. თალაბანიმ პარლამენტში გამოთქვა ერაყის გაერთიანების იმედი და პირობა დადო, რომ ძალას არ დაიშურებს იმისათვის, რომ ერაყი "დემოკრატიის მოდელად წარმოაჩინოს". დღევანდელ კენჭისყრამდე კოალიციური მთავრობის შექმნისაკენ მიმართული ძალისხმევა 9 კვირა ჩიხში იყო მოქცეული. მოსალოდნელია, რომ ხუთშაბათს პრემიერ-მინისტრად აირჩევენ იბრაჰიმ ჯააფარის: ისლამისტ შიიტ მოღვაწეს.
XS
SM
MD
LG